ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების ცენტრი

თანამედროვე სამყაროს ტემპი ხშირად გვაშორებს საკუთარ „მეს“. ჩვენი ფსიქოლოგები დაგეხმარებიან შფოთვის, სტრესისა და ქვეცნობიერი ბარიერების მართვაში. „4&8“-ში ჩვენ ვქმნით უსაფრთხო სივრცეს, სადაც ყოველი საუბარი ნაბიჯია თვითშემეცნებისა და მენტალური სიმტკიცისკენ. აღმოაჩინეთ თქვენი რესურსები და ისწავლეთ ცხოვრებით ტკბობა ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე.

მიმართულებები:
➤ ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
➤ წყვილთა ფსიქოთერაპია
➤ ჯგუფური ფსიქოთერაპია
➤ ოჯახის კონსულტირება
➤ შფოთვითი და დეპრესიული მდგომარეობები
➤ ტრავმა და მისი შემდგომი ფსიქოლოგიური შედეგები
➤ ურთიერთობების სირთულეები, კონფლიქტი და საზღვრების პრობლემა
➤ ოჯახური და წყვილური დინამიკა
➤ ემოციური რეგულაციისა და თვითშეფასების სირთულეები
➤ პიროვნული ზრდა, იდენტობა და ცხოვრებისეული კრიზისები
➤ დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება
➤ ფსიქოსომატური გამოვლინებები
➤ არტ თერაპია

 

ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი.︎
პიროვნული, ემოციური და სულიერი ზრდის კურსი.

თუ ფიქრობთ, რომ  მოხმარება უბრალოდ „არჩევანი“ ან „სიმპტომია“, რომელიც საკუთარი ძალებით უნდა დაძლიოთ, ჩვენ დაგეხმარებით სხვა პრიზმით დაინახოთ ეს საკითხი.

რატომ და საიდან ყალიბდება დამოკიდებულება?
ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება ხშირად არ არის სისუსტის ან ნებისყოფის ნაკლებობის შედეგი. ეს არის კომპლექსური ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემა, რომელიც ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე იწყება.

დამოკიდებულების ცენტრი 4&8 და მისი მენტორები გთავაზობთ არა მხოლოდ მხარდაჭერას, არამედ რეალურ შანს გამოსავალის მოსაძებნად, რომელიც დაფუძნებულია საერთო, ღრმად გაგებულ, გააზრებულ და წარმატებულ გამოცდილებაზე.

 

სერვისები

 

ჩვენი გუნდი

ვიდეო - გალერეა

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:  ელიზბარ მინდელის ქუჩა 7ბ, (მეტრო “უნივერსიტეტთან”), თბილისი საქართველო.
ტელეფონის ნომერი: +995 550 00 44 77
FACEBOOK : ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების ცენტრი 4და8
INSTAGRAM:damokidebulebiscentri4da8
TIKTOK: centre4.8