ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა მხოლოდ პრობლემების მოგვარება არ არის - ეს არის საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა. ხშირად ყოველდღიური დატვირთვა, გადაღლა და დაუმუშავებელი ემოციები გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ურთიერთობებსა და ცხოვრების ხარისხზე. პროფესიონალი ფსიქოლოგის მხარდაჭერა გეხმარებათ უკეთ გაიგოთ საკუთარი ემოციები, შეცვალოთ არაჯანსაღი შაბლონები და მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე.
„4&8“-ში ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ადამიანი ის არის, ვინც საკუთარ ემოციებს არ გაურბის, არამედ მათ სწორად მართვას სწავლობს. ინდივიდუალური მიდგომით, ემპათიური გარემოთი და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად, თითოეული სესია ხდება შესაძლებლობა - გათავისუფლდეთ შინაგანი დაძაბულობისგან, აღიდგინოთ თავდაჯერება და შექმნათ უფრო დაბალანსებული, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება.
ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები
- ფსიქოლოგიური მომსახურებები
- ინდივიდუალური თერაპია ზრდასრულებისთვის - პირადი სირთულეების, ემოციების და ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობა
- წყვილების თერაპია - პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, კონფლიქტების მართვა და ურთიერთგაგების გაღრმავება.
- ოჯახური კონსულტაცია - ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის დალაგება, კომუნიკაციის გაუმჯობესება და საერთო პრობლემების გადაჭრა.
- ბავშვთა და მოზარდთა თერაპია - ემოციური, ქცევითი და განვითარების სირთულეების მხარდაჭერა ბავშვის ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
- ჯგუფური ფსიქოლოგიური სესიები:
(უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში სხვებთან ერთად გამოცდილებების გაზიარება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღება).
- ემოციური მხარდაჭერის ჯგუფები - ემოციების გაზიარება, ურთიერთგაგება და მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს.
- სტრესისა და შფოთვის მართვის ჯგუფები – პრაქტიკული მეთოდების სწავლა სტრესისა და შფოთვის შემცირებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- პიროვნული ზრდის ჯგუფური პროგრამები – თვითშემეცნების, თვითპატივისცემისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ჯგუფური მუშაობა.
- ქოუჩინგი – მიზნების გარკვევა, გადაწყვეტილებების მიღება და პირადი თუ პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
- პიროვნული განვითარების მიმართულება
( საკუთარი თავის უკეთ გაცნობა, შინაგანი რესურსების აღმოჩენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება)
- თვითშემეცნება და თვითშეფასების გაძლიერება - საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების გაზრდა.
- ემოციური ინტელექტის განვითარება – საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობა, მართვა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
- ეფექტური კომუნიკაცია და ასერტიულობის გამომუშავება - უნარები, რომლებიც გვეხმარება კონფლიქტების მართვაში, საკუთარი პოზიციის დაცვასა და ურთიერთგაგების გაუმჯობესებაში.
- პირადი საზღვრების ჩამოყალიბება - საკუთარი საჭიროებების დაცვა, „არა“-ს თქმა და ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება.
- ცხოვრებისეული მიზნების ფორმირება - სურვილებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მიმართულების პოვნა და რეალური ნაბიჯების დაგეგმვა.
- ფსიქოსომატიკა და სხეულზე ორიენტირებული მიდგომები
( მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს სხეულის და გონების ურთიერთქმედების გაუმჯობესებას, სტრესისა და ემოციების მართვას).
- სხეულზე ორიენტირებული თერაპია - სხეულის სიგნალების.ნიშნების ამოცნობა და მათი გამოყენება ემოციური კეთილდღეობისთვის.
- სუნთქვითი პრაქტიკები - მარტივი და ეფექტური სუნთქვითი ტექნიკები სტრესის შემცირებისა და თვითრეგულაციისთვის.
- სტრესის განმუხტვისა და რეგულაციის ჯგუფები - ვარჯიშები და მიდგომები, რომლებიც ეხმარება სტრესის კონტროლს და ენერგიის გადანაწილებას.
- ნერვული სისტემის დამშვიდების ტექნიკები - მეთოდები, რომლებიც ასწავლის, როგორ მოიხსნას დაძაბულობა, შეამციროს შფოთვა და განახორციელოს ემოციური რეგულაცია.
- ნეიროფსიქოლოგიური და ნეირო-ემოციური მიმართულება
( მეთოდები, რომლებიც ეხმარება ტვინის, ემოციებისა და სხეულის ფუნქციების ეფექტურ სინქრონიზაციას)
- ნერვული სისტემის რეგულაცია - სტრესისა და დაძაბულობის შემცირება, ნერვული სისტემა მშვიდი და ბალანსირებული ხდება.
- ნეირო-სომატური ინტეგრაცია - სხეულის მოძრაობების და ნერვული სისტემის კავშირის გაუმჯობესება ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის.
- ყურადღების, ემოციისა და სტრესის ნეირომართვა - ტვინის ვარჯიში კონცენტრაციის, ემოციური კონტროლის და სტრესის მართვის უნარების გასაუმჯობესებლად.
- ნეიროპლასტიკურობაზე დაფუძნებული პრაქტიკები - ტვინის მოქნილობის გაზრდა ახალი ქცევებისა და ჩვევების ფორმირებისთვის, ცხოვრებისეულ პრობლემებთან უკეთ გამკლავებაში.
- არტთერაპია
( ემოციების, განცდების და შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა შემოქმედებითი პროცესი: ხატვის, ძერწვის და სხვა ხელოვნების მიმართულებების საშუალებით)
- ინდივიდუალური არტთერაპიული სესიები - პირადი სესიები თერაპევტთან, სადაც შემოქმედებითი პროცესის დახმარებით ხდება მუშაობა ემოციებსა და შინაგან კონფლიქტებზე.
- ჯგუფური არტთერაპია - ჯგუფში მუშაობა, სადაც მხატვრული საქმიანობა ხელს უწყობს ემოციური მხარდაჭერის მიღებას, კომუნიკაციასა და საკუთარი თავი უკეთ გაცნობას.
- ემოციების გამოხატვა შემოქმედებითი პროცესის გზით - ემოციების უსაფრთხო და ჯანსაღი გამოხატვა ფერწერით, ქაღალდით, ხელოვნების სხვადასხვა მეთოდებით, რაც ეხმარება სტრესის შემცირებას და თვითგამოხატვას.
- Mindfulness / „აქ და ახლა ყოფნის“ თერაპია
( ყურადღების ჩამოყალიბება მიმდინარე მომენტზე, სტრესისა და შფოთვის შემცირება, შინაგანი სიმშვიდის განვითარებ).
- ცნობიერი ყოფნის პრაქტიკები - მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც გვასწავლიან ყურადღების ცენტრირებას და მომენტზე კონცენტრაციას.
- შფოთვისა და გადატვირთვის შემცირება - ტექნიკები სტრესის, ნერვიულობის და გადატვირთვისგან დასვენებისთვის.
- ყურადღებისა და ემოციური სტაბილურობის განვითარება - ემოციების უკეთესად მართვა, კონცენტრაციის გაუმჯობესება და შინაგანი ბალანსის შენარჩუნება.
- დამოკიდებულების მიმართულება
(მხარდაჭერა და საქმიანობა, რომელიც ეხმარება დამოკიდებულების მართვას, პრევენციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში)
- ფსიქო-სარეაბილიტაციო მხარდაჭერა - ინდივიდუალური და ჯგუფური დახმარება, რომელიც მიმართულია დამოკიდებულებით გამოწვეული პრობლემების შემცირებაზე და აღდგენაზე.
- დამოკიდებულების პრევენცია - ღონისძიებები და სწავლება, რომელიც ეხმარება დამოკიდებულების თავიდან აცილებას და ცხოვრების სტილის გაუმჯობესებას.
- ოჯახთან მუშაობა დამოკიდებულების კონტექსტში - ოჯახთან თანამშრომლობა, მხარდაჭერა და სწავლება, რომ გარემო იყოს უსაფრთხო და მხარდაჭერით სავსე დამოკიდებულების მართვის პროცესში.
- კორპორატიული მომსახურებები /ტრენინგები
( ფსიქოლოგიური და პროფესიული მხარდაჭერა ორგანიზაციებისთვის, გუნდების ეფექტური მუშაობის და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად)
- ემოციური ინტელექტის ტრენინგი - უნარები, რომლებიც ეხმარება ემოციების აღქმას, მართვას და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სამუშაო გარემოში.
- ინსპირაციული ლიდერობა - ხელმძღვანელობის უნარების განვითარება, გუნდური მმართველობა და მოტივაციის ზრდა.
- მოლაპარაკებების ხელოვნება - სტრატეგიები და ფსიქოლოგიური მიდგომები ეფექტური მოლაპარაკებებისთვის.
- ფსიქოგანათლება (Psychoeducation) ფსიქოლოგიის საფუძვლები ტრენინგი - ცოდნის გადაცემა ფსიქოლოგიურ საკითხებზე, თვითგაგებისა და პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად.
- პროფესიული გადაწვის ტრენინგი - სტრესისა და გადაძაბულობის მართვის ტექნიკები, სამსახურში დამღლელი სამუშაოსგან დაცვის მიზნით
- ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი - აზრის გასაგებად, პირდაპირი და ზრდილობიანი ფორმით გამოხატვის უნარის განვითარება, კონფლიქტების მართვა და ასერტულობის გაძლიერება.
- მომხმარებელზე ორიენტირებული გაყიდვების ტრენინგი - უნარები, რომლებიც აუმჯობესებს კლიენტებთან ურთიერთობას, მოთხოვნების გაგებას და გაყიდვების ეფექტურობას.
- კონფლიქტების მართვის ტრენინგი - სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება დაძაბული სიტუაციების მშვიდობიან და ეფექტურ მართვაში.
- სტრესის მართვის ტრენინგი - ტექნიკები, რომლებიც ეხმარება სტრესის შემცირებას, ემოციების კონტროლსა და მომზადებას გამოწვევებისთვის.
- მომსახურების ეტიკეტი - პროფესიული, ზრდილობიანი და ეფექტური კომუნიკაცია კლიენტებთან.
- პოზიტიური აღზრდა - მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის თვითშეფასების ზრდას, ჯანსაღი კომუნიკაციის განვითარებასა და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერას.
- ბავშვის განვითარება - ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის სასწავლო და პრაქტიკული აქტივობები.
- დისციპლინა ბავშვებში - სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობენ წესრიგის დაცვას, პასუხისმგებლობის გამომუშავებასა და თანაგრძნობის განვითარებას.
- და სხვა – საჭიროების მიხედვით შემუშავებული ინდივიდუალური ტრენინგები და პროგრამები.
- ვორქშოფები და ღია ფორმატები
(სწავლება, პრაქტიკული გამოცდილება და თავისუფალი დისკუსიები პიროვნული განვითარების მხარდასაჭერად)
-
- თემატური ვორქშოფები - მოკლევადიანი, კონკრეტულ თემაზე შექმნილი აქტიური სასწავლო სესიები.
- თვითგანვითარების პრაქტიკული შეხვედრები - პრაქტიკული ვარჯიშები და აქტივობები პიროვნული უნარების განვითარებისთვის.
- სალონური საუბრები / ღია დისკუსიები - თავისუფალი შეხვედრები, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ აზრების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და კითხვების დასმა.





