ჩვენ შესახებ

ჰოლდინგი ნეო-ნეო და 4&8

თქვენ ხართ ჰოლდინგი "ნეო-ნეოსა" და "4&8" - ის მომხმარებელი. მადლობას გიხდით ნდობისა და ერთგულებისთვის.
გვსურს, რომ სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენი ჰოლდინგის საქმიანობის შესახებ 
"ნეო-ნეო" ამ ეტაპზე აერთიანებს 4 ობიექტს:

✦ "ნეო-ნეო" სილამაზის სალონი

✦ "ნეო-ნეო" ესთეტიკური კლინიკა - ბახტრიონის ფილიალი

✦ "ნეო-ნეო" ესთეტიკური კლინიკა - მინდელის ფილიალი

✦ "ნეო-ნეო" ესთეტიკური ცენტრი - გლდანის ფილიალი

"ნეო-ნეოს” პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა ის, რომ გარეგნული სილამაზე და სულიერი ჰარმონია განუყოფელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა "4&8"

შევქმენით სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი "4&8", რაც საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო

⁠სულიერი ჰარმონიისა და ფიზიკური კეთილდღეობისთვის შეიქმნა პილატესისა და იოგას სტუდია "4&8"

⁠ფსიქოლოგების პრაქტიკიდან გამომდინარე, დავინახეთ "4&8" დამოკიდებულების ცენტრის  გახსნის საჭიროება

✦ ენდოკრინოლოგიური კლინიკა "4&8" კი ამ ყველაფრის ამოსავალ წერტილად და ლოგიკურ კავშირად იქცა

პროფესიონალებით დაკომლექტებული გუნდი, ულტრათანამედროვე აპარატურა, ინოვაციური პროცედურები და სასიამოვნო გარემო - ამ ყველაფერს ჰოლდინგი "ნეო-ნეო" და "4&8" თქვენთვის აერთიანებს.

NEO NEO & 4DA8 დღეს ესთეტიკური მედიცინის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი და სანდო სივრცეა, სადაც ხარისხი, გამოცდილება და შედეგი ერთიანდება.

🥇 ნომერ 1 ესთეტიკის დარგში ვთავაზობთ მსოფლიოში აღიარებული, პრემიუმ კლასის აპარატების მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენი გუნდი შედგება მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმებისა და სპეციალისტებისგან.

🤝 სანდოობა, რომელიც წლებმა დაამტკიცა ბაზარზე მრავალი წელია ვმოღვაწეობთ და ჩვენს გვერდით მყოფი ათასობით კმაყოფილი კლიენტი ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა რომ სანდო პარტნიორები ვართ, რომელსაც ირჩევენ და ურჩევენ.

💎 მაღალი ხარისხი — გონივრულ ფასად ლიდერი პოზიცია ჩვენთვის ფასების გაზრდის საბაბი არ არის. პირიქით — გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის ესთეტიკური მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამიტომ ჩვენი ფასები სამართლიანი და მომხმარებელზე მორგებულია.

წინ კიდეც უამრავი გეგმა  და უამრავი ახალი გამოწვევაა. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ წინსვლასა და განვითარებაზე, რათა ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სრული კომფორტი შევთავაზოთ და ვაჩვენოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ საჭირო დროს სწორი მიმართულებით გადადგამ ნაბიჯს.

მადლობა, რომ ხართ ჩვენი ისტორიის ნაწილი!

დამფუძნებელი ეკატერინე დარასელია