О нас

განვითარების 16 წელი!

„ნეო-ნეო“ & „4&8“ — ერთი ჰოლდინგი, მრავალი მიმართულება, ზრუნვის ერთიანი კონცეფცია!

თუ თქვენ „ნეო-ნეოსა“ და „4&8“-ის მომხმარებელი ხართ, პირველ რიგში, მადლობას გიხდით ნდობისა და ერთგულებისთვის! 🙏💌

გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ ჩვენი ჰოლდინგი, მისი საქმიანობა და ის იდეა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას ერთიან კონცეფციად აერთიანებს. ⤵️

💎 „ნეო-ნეო“ — სილამაზისა და ესთეტიკის სამყარო

დღეს „ნეო-ნეო“ ოთხ ობიექტს აერთიანებს:

✨ Neo-Neo Beauty Salon — სილამაზის სალონი
✨ Neo-Neo Aesthetic Clinic — ესთეტიკური კლინიკა
✨ Neo-Neo — მინდელის ფილიალი
✨ Neo-Neo — გლდანის ფილიალი

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადამიანის კეთილდღეობა მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს არ გულისხმობს. ფიზიკური ჯანმრთელობა, მენტალური მდგომარეობა, შინაგანი ჰარმონია და ცხოვრების ხარისხი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

სწორედ ამ ხედვის გაგრძელება გახდა „4&8“-ის შექმნა.

„4&8“ — სივრცე ჯანმრთელობისთვის, ჰარმონიისა და პიროვნული განვითარებისთვის

თითოეული ახალი მიმართულება კონკრეტული საჭიროების დანახვისა და ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა:

➡️ სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება — თამამი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის მიზანიც სექსუალური ჯანმრთელობისა და ინტიმური ურთიერთობების შესახებ პროფესიული ზრუნვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

➡️ იოგას, პილატესისა და რეფორმერის სტუდია — სივრცე ფიზიკური აქტივობისთვის, სხეულთან ჰარმონიული კავშირისა და კეთილდღეობისთვის.

➡️ ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების ცენტრი — ადგილი მათთვის, ვისაც საკუთარი თავის უკეთ გაცნობა, ემოციური სირთულეების გააზრება და პიროვნული ზრდა სურს.

➡️ ენდოკრინოლოგიური კლინიკა — მნიშვნელოვანი რგოლი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთიან სისტემაში.

➡️ სარეაბილიტაციო ცენტრი — ჩვენი სპეციალისტების გუნდის, არსებული აპარატურისა და მრავალფუნქციური სივრცის შესაძლებლობებზე დაფუძნებული მიმართულება, რომელიც რეაბილიტაციის მომსახურებას აერთიანებს.

🌱 ჩვენი მიზანი მხოლოდ ახალი მიმართულებების შექმნა არ არის.

ჩვენ ვაშენებთ ურთიერთდაკავშირებულ სივრცეს, სადაც სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები და მომსახურებები ერთი იდეის გარშემო ერთიანდება — ადამიანის ჯანმრთელობაზე, სილამაზესა და კეთილდღეობაზე ზრუნვაზე.

წინ კიდევ უამრავი იდეა, მიზანი, ბიზნესგეგმა და ახალი გამოწვევაა! 🚀

გვჯერა, რომ განვითარება მუდმივი პროცესია. სწორედ ამიტომ ყოველდღიურად ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და იმ გარემოს ჩამოყალიბებაზე, სადაც თითოეული მომხმარებელი თავს კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაფასებულად იგრძნობს.

🫶 მადლობა, რომ გვენდობით, გვირჩევთ და ჩვენი ისტორიის ნაწილი ხართ!

ეს მხოლოდ დასაწყისია — წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება! 💌

„ნეო-ნეო“ & „4&8“ — ერთი ხედვა, მრავალმხრივი ზრუნვა.