ჩვენ შესახებ
თქვენ ხართ ჰოლდინგი "ნეო-ნეოსა" და "4&8" - ის მომხმარებელი. მადლობას გიხდით ნდობისა და ერთგულებისთვის.
გვსურს, რომ სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენი ჰოლდინგის საქმიანობის შესახებ და გააგცნოთ ცვენი ისტორია.
"ნეო-ნეო" ამ ეტაპზე აერთიანებს 4 ობიექტს:
✦ "ნეო-ნეო" სილამაზის სალონი
✦ "ნეო-ნეო" ესთეტიკური კლინიკა - ბახტრიონის ფილიალი
✦ "ნეო-ნეო" ესთეტიკური კლინიკა - მინდელის ფილიალი
✦ "ნეო-ნეო" ესთეტიკური ცენტრი - გლდანის ფილიალი
"ნეო-ნეო" სილამაზის სალონი 2011 წელს დაარსდა. მალევე მოიპოვა მომხმარებლების ნდობა და გაჩნდა იდეა, რომ რაღაც კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი შეგვექმნა.
2017 წელს "ნეო-ნეოს" სახელი ესთეტიკური კლინიკების ქსელს დაუკავშირდა და დღემდე ასოცირდება ხარისხთან და ინოვაციასთან.
ამ ეტაპზე ესთეტიკური კლინიკების ქსელი "ნეო-ნეო" სამ ფილიალს აერთიანებს და აგრძელებს ზრდას, რაც ვფიქრობთ, ჩვენი საქმისადმი სიყვარულის და პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
მეგობრული, კომფორტული და სასიამოვნო გარემო; მაღალკვალიფიციური პერსონალი; უმაღლესი სტანდარტების ორიგინალი აპარატები; მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიები; პრემიუმ ბრენდების პროდუქცია - ამ ყველაფერს "ნეო-ნეო" თქვენი ჯანრთელობისა და სილამაზისთვის აერთიანებს.
"ნეო-ნეოს” პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა ის, რომ გარეგნული სილამაზე და სულიერი ჰარმონია განუყოფელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა "4&8"
შევქმენით ✦ სექსოლოგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი 4&8, რაც საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო
სულიერი ჰარმონიისა და ფიზიკური კეთილდღეობისთვის შეიქმნა ✦ პილატესის, რეფორმერისა და იოგას სტუდია "4&8"
ფსიქოლოგების პრაქტიკიდან გამომდინარე, დავინახეთ ✦ "ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების ცენტრის გახსნის საჭიროება
✦ ენდოკრინოლოგიური კლინიკა "4&8" კი ამ ყველაფრის ამოსავალ წერტილად და ლოგიკურ კავშირად იქცა
✦ რეაბილიტაციის და ფიზიოთერაპიის ცენტრი "4&8" კი პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე გაიხსნა.
„4&8“ მხოლოდ სახელწოდება არ არის — ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ჩვენთვის ჯანმრთელობა ფიზიკური, ჰორმონალური, მენტალური და ესთეტიკური კეთილდღეობის ჰარმონიული ერთიანობაა. „4“ აღნიშნავს ჯანმრთელობის ამ ოთხ ძირითად საყრდენს, რომელთა ბალანსიც ადამიანის სრულფასოვან კეთილდღეობას განსაზღვრავს, ხოლო უსასრულობის სიმბოლო ,,8“ გამოხატავს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე უწყვეტ ზრუნვას.
გამორჩეულები ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით:
- მსოფლიოში აღიარებული ორიგინალი აპარატები
- მხოლოდ სერტიფიცირებული პრეპარატები
- პროფესიონალი ექიმები, კოსმეტოლოგები და ესთეტიკოსები
- ლაუნჯ გარემო
პროფესიონალებით დაკომლექტებული გუნდი, ულტრათანამედროვე აპარატურა, ინოვაციური პროცედურები და სასიამოვნო გარემო - ამ ყველაფერს ჰოლდინგი "ნეო-ნეო" და "4&8" თქვენთვის აერთიანებს.
🥇 ვთავაზობთ მსოფლიოში აღიარებულ, პრემიუმ კლასის ორიგინალი აპარატების მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენი გუნდი შედგება მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმებისა და სპეციალისტებისგან.
🤝 სანდოობა, რომელიც წლებმა დაამტკიცა ბაზარზე მრავალი წელია ვმოღვაწეობთ და ჩვენს გვერდით მყოფი ათასობით კმაყოფილი კლიენტი ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა რომ სანდო პარტნიორები ვართ, რომელსაც ირჩევენ და ურჩევენ.
💎 მაღალი ხარისხი — გონივრულ ფასად ლიდერი პოზიცია ჩვენთვის ფასების გაზრდის საბაბი არ არის. პირიქით — გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის ესთეტიკური მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამიტომ ჩვენი ფასები სამართლიანი და მომხმარებელზე მორგებულია.
წინ კიდეც უამრავი გეგმა და უამრავი ახალი გამოწვევაა. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ წინსვლასა და განვითარებაზე, რათა ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სრული კომფორტი შევთავაზოთ და ვაჩვენოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ საჭირო დროს სწორი მიმართულებით გადადგამ ნაბიჯს.
მადლობა, რომ ხართ ჩვენი ისტორიის ნაწილი!
დამფუძნებელი ეკატერინე დარასელია






