ჩვენ შესახებ

ჰოლდინგი ნეო-ნეო და 4&8

თქვენ ხართ ჰოლდინგი "ნეო-ნეოსა" და "4&8" - ის მომხმარებელი. მადლობას გიხდით ნდობისა და ერთგულებისთვის.
გვსურს, რომ სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენი ჰოლდინგის საქმიანობის შესახებ 
"ნეო-ნეო" ამ ეტაპზე აერთიანებს 4 ობიექტს:

✦ NEO-NEO  სილამაზის სალონი

✦ NEO-NEO ესთეტიკური კლინიკა - ბახტრიონის ფილიალი

✦ NEO-NEO ესთეტიკური კლინიკა - მინდელის ფილიალი

✦ NEO-NEO ესთეტიკური ცენტრი - გლდანის ფილიალი

"ნეო-ნეოს” პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა ის, რომ გარეგნული სილამაზე და სულიერი ჰარმონია განუყოფელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა "4&8"

შევქმენით სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი "4&8", რაც საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო

⁠სულიერი ჰარმონიისა და ფიზიკური კეთილდღეობისთვის შეიქმნა პილატესისა და იოგას სტუდია "4&8"

⁠ფსიქოლოგების პრაქტიკიდან გამომდინარე, დავინახეთ "4&8" დამოკიდებულების ცენტრის  გახსნის საჭიროება

✦ ენდოკრინოლოგიური კლინიკა "4&8" კი ამ ყველაფრის ამოსავალ წერტილად და ლოგიკურ კავშირად იქცა

პროფესიონალებით დაკომლექტებული გუნდი, ულტრათანამედროვე აპარატურა, ინოვაციური პროცედურები და სასიამოვნო გარემო - ამ ყველაფერს ჰოლდინგი "ნეო-ნეო" და "4&8" თქვენთვის აერთიანებს.

წინ კიდეც უამრავი გეგმა  და უამრავი ახალი გამოწვევაა. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ წინსვლასა და განვითარებაზე, რათა ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სრული კომფორტი შევთავაზოთ და ვაჩვენოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ საჭირო დროს სწორი მიმართულებით გადადგამ ნაბიჯს.

მადლობა, რომ ხართ ჩვენი ისტორიის ნაწილი!

დამფუძნებელი ეკატერინე დარასელია