Morpheus 8 Body

Morpheus8 Body იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს;

✅სხეულის ფორმების დახვეწა

✅კანის ლიფტინგი

✅ცხიმის შემცირება

✅სტრიების შემცირება

✅ცელულიტის ალაგება

Morpheus8 Body არის ინოვაციური, არაქირურგიული ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს მიკრონემსებსა (Microneedling) და ფრაქციულ რადიოსიხშირულ (RF) ენერგიას. პროცედურა მოქმედებს კანის ღრმა ფენებში, სადაც ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის ბუნებრივ გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს კანის სტრუქტურის აღდგენასა და გამკვრივებას.

Morpheus8 Body ეფექტურად ამკვრივებს მოდუნებულ კანს, აუმჯობესებს მის ტექსტურასა და ტონუსს, ამცირებს არათანაბარ რელიეფს, სტრიებისა და ცელულიტის გამოხატულებას და ხელს უწყობს სხეულის კონტურების დახვეწას.

პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის, ბარძაყების, დუნდულების, მკლავებისა და მუხლების არეში, სადაც კანის მოდუნება და ელასტიკურობის დაკარგვა ყველაზე ხშირად შეინიშნება.

ტექნოლოგია მიზანმიმართულად მოქმედებს პრობლემურ ზონებზე და ააქტიურებს კანის ბუნებრივ რეგენერაციულ პროცესებს, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიკური.

სერვისები და ფასები

Morpheus 8 Body
ზონა ფასი
სახე + ღაბაბი 960 ₾
სახე + ღაბაბი + დეკოლტე 1200 ₾
მუცელი 600 ₾
მკლავები 1000 ₾
ბარძაყები 1500 ₾

გსურთ სხეულის კორექციის კომპლექსური მიდგომა?

სხეულის კორექციის საუკეთესო შედეგისთვის შესაძლებელია სხვადასხვა აპარატურული და პროცედურული მეთოდის კომბინირება. Neo-Neo Aesthetic Clinic-ში დაგხვდებათ სპეციალურად შექმნილი კომპლექსური პროგრამები, რომლებიც რამდენიმე პროცედურას აერთიანებს ერთ პაკეტში სპეციალურ ფასად.

გაეცანით კომპლექსურ პროგრამებს →