სარეაბილიტაციო ცენტრი

ენდოკრინოლოგიური კლინიკა „4&8“-ში თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ჩვენი ფართოვდება და პაციენტებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან და მაღალტექნოლოგიურ სერვისს სთავაზობს. საბურთალოზე, კლინიკის ბაზაზე, რეაბილიტაციის ახალი, მულტიდისციპლინური დეპარტამენტი გაიხსნა — სივრცე, სადაც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ინდივიდუალურად შერჩეული, კომპლექსური გეგმით იზრუნებენ.

ახალი ცენტრის მიზანია პაციენტების ფუნქციური აღდგენა, ტკივილის მართვა და ცხოვრების ხარისხის საგრძნობი გაუმჯობესება. კვალიფიციური სპეციალისტების გუნდი მკურნალობის პროცესში მხოლოდ თანამედროვე, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს იყენებს:

  • სამკურნალო ვარჯიში და კინეზოთერაპია — მოძრაობის აღდგენისა და კუნთოვანი კორსეტის გაძლიერებისათვის;
  • ფიზიოპროცედურები — ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესების დასაჩქარებლად;
  • ინდივიდუალური მასაჟის პროგრამები — კუნთების ტონუსის დასარეგულირებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.



მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ცენტრი ემსახურება როგორც ზრდასრულ პაციენტებს, ისე ბავშვებს (7 თვის ასაკიდან), რაც საშუალებას გვაძლევს ადრეული ასაკიდანვე სწორად ვმართოთ მოტორული განვითარება და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები.

გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი და ენდეთ პროფესიონალებს!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  •  ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ: 550 00 22 77
  •  მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო “სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმდებარედ)