სექსი არ არის გამოცდა: ყველაზე გავრცელებული სექსუალური შიშები და რეალობა
მარტი 2, 2026
რა არის და რა პროცედურებს მოიცავს „ესთეტიკური გინეკოლოგია“
მარტი 11, 2026
სექსი არ არის გამოცდა: ყველაზე გავრცელებული სექსუალური შიშები და რეალობა
მარტი 2, 2026
რა არის და რა პროცედურებს მოიცავს „ესთეტიკური გინეკოლოგია“
მარტი 11, 2026

Sculptra + Morpheus 8 - შეაჩერე დაბერების პროცესი!

Sculptra + Morpheus 8 - ასაკთან ბრძოლა ბუნებრივი რესურსების ხარჯზე: რეგენერაციული გაახალგაზრდავების ესთეთიკური მედიცინის აწმყო და მომავალი
 
დაბერების მართვის ახალი ფილოსოფია
 
თანამედროვე ესთეთიკური მედიცინა თანდათან გადადის იმ კონცეფციაზე , რომელიც დაბერების პროცესს აღარ აღიქვამს მხოლოდ ვიზუალურ პრობლემად.
დღეს უკვე პრიორიტეტულია ისეთი მიდგომები, რომლებიც ეფუძნება კანის ბიოლოგიური რესურსების გააქტიურებას, რეგენერაციის სტიმულაციასა და სტრუქტურული მთლიანობის აღდგენას.
სწორედ ამ ტრენდს გამოხატავს ორი ინოვაციური ტექნოლოგიის - Sculptra (PLLA) + Morpheus 8-ის კომბინაცია, რომელიც მოქმედებს არა ზედაპირულ, არამედ დერმულ და უჯრედულ დონეზე.

რატომ Sculptra?
 
Sculptra წარმოადგენს პოლილაქტატურ მჟავას (PLLA – Poly-L-Lactic Acid) ბაზაზე შექმნილ ბიოსტიმულატორს, რომელიც დღეს აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კოლაგენოსტიმულატორად ესთეტიკურ და რეგენერაციულ მედიცინაში. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება :
- ფიბრობლასტების აქტივაციას
- კოლაგენის ნეოგენეზის სტიმულაციას
- დერმის სიმკვრივისა და მოცულობის ეტაპობრივ ზრდას.

 

პოლილაქტური მჟავა ბიოთავსებადი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმში ინიცირებისას იწვევს რეგენერაციულ პროცესს, შედეგად კანი არა მხოლოდ ივსება, არამედ თავად ქმნის ახალ კოლაგენურ მატრიქსს. რაც უზრუნველყოფს:
- კანის ტონუსის ზრდას
- სახის ოვალის კონტურის გაუმჯობესებას
- ქსოვილთა ღრმა გამაგრებას
- ბუნებრივ, პროგრესირებად ლიფტინგ-ეფექტს 24 თვის მანძილზე.
 
რატომ Morpheus 8 ? 
Morpheus 8 წარმოადგენს დერმული რემოდელირების ენერგიაზე დაფუძნებულ პლათფორმას, რომელიც სცდება კლასიკური მიკრონიდლინგის ჩარჩოებს და აერთიანებს ფრაქციულ მიკროინვაზიურ პენეტრაციასა და რადიოტალღურ ენერგიას (RF).
ტექნოლოგიის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მექანიკური და თერმული სტიმულაცია ხორციელდება დოზირებულად, კონტროლირებად სიღრმეზე და ერთდროულად მრავალ დერმულ შრეში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბიორემოდელირების პოტენციალს, რომლის შედეგადაც მიიღწევა:
- კანის ტექსტურის მრავალშრიანი გაუმჯობესება
- გაფართოებული ფორების შემცირება
- კანის რელიეფის გათანაბრება და ნაოჭების შემცირება
- რბილი ქსოვილების კომპაქტიზაცია და ტონუსი
- კანის ბიომექანიკური კოლაგენური გამკვრივება
პროცედურა მუშაობს არა მხოლოდ ზედაპირულ რეგენერაციაზე, არამდენ სტრუქტურულ რემოდელირებაზე და სწორედ ეს განაპირობებს Morpheus8 ის უპირატესობას სხვა RF-ტექნოლოგიებთან შედარებით.
 
სინერგია -  Scuptra + Morpheus 8
როგორ ავსებენ ერთმანეთის ეფექტს?
 
ამ ორი ტექნოლოგიის კომბინაცია ქმნის მრავალშრიან რეგენერაციულ ეფექტს:
- სტრუქტურა + ტექსტურა
Sculptra (PLLA) - აძლიერებს დერმის საყრდენ სტრუქტურას, ხოლო Morpheus 8 - აუმჯობესებს ზედაპირულ და ღრმა ტექსტურას
- ბიოქიმიური + ბიოფიზიკური სტიმულაცია
Sculptra (PLLA) -კოლაგენის ახალი სინთეზი
Morpheus 8 - არსებული კოლაგენის რემოდელირება
- ლიფტინგი მრავალ ანატომიურ დონეზე
Sculptra (PLLA) - ქსოვილთა შიდა გამაგრება
Morpheus 8 - ზედაპირული გამკვრივება/დაჭიმულობა
 
ეფექტურობა არა მხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებში
ამ ორის კომბინაცია წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ “anti-age”თერაპიაში, არამედ კანის დეფექტების კორექციაშიც, მათ შორის: პოსტ-აკნე ნაწიბურები
პოსტ-ოპერაციული , ტრამვული ნაწიბურები და ტექსტურული დეფორმაციები.
კოლაგენის ნეოგენეზის და დერმული რემოდელირების კომბინაცია უზრუნველყოფს ნაწიბუროვანი ქსოვილის გარდაქმნას და კანის ხარისხის გაუმჯობესებას.
 
ესთეტიკური მედიცინის მომავალი - რეგენერაციული ‘’Anti-aging’’

თანამედროვე ტენდენციებით ნათელია, რომ ესთეტიკური მედიცინა მიემართება:
- [ ] რაც შეიძლება ნაკლები ჰიპერკორექცია - მეტი ბიოსტიმულაცია!
- [ ] ნაკლები ხელოვნური მოცულობა- მეტი ბუნებრივი რეგენერაცია
Sculptra + Morpheus 8 სწორედ ამ ფილოსოფიის პრაქტიკული რეალიზაციაა, რომ დაბერებასთან ბრძოლა ჩანაცვლებით კი არა, არამედ აღდგენით განხორციელდეს.

თუ გსურთ, ასაკობრივი ცვლილებების მართვა, თანამედროვე პროტოკოლებზე დაფუძნებული მეთოდით, Sculptra + Morpheus 8 კომბინაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, მეცნიერულად გამყარებულ, დახვეწილ არჩევანს.
ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შესაძლებელია პერსონალიზებული მკურნალობის გეგმის შედგენა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული კანის მდგომარეობასა და საჭიროებებზე.

 

ჩვენი ჰოლდინგის საბურთალოს ფილიალში (ბახტრიონის 11ბ) დაგხვდებათ

 
სილამაზის სალონი ნეო-ნეო 

ესთეტიკური კლინიკა ნეო-ნეო

ჩვენი ჰოლდინგის გლდანის ფილიალში (ვეკუას 17ა) დაგხვდებათ

 
ესთეტიკური კლინიკა ნეო-ნეო

ka_GE