ნია ალფაიძე

ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი. დაამთავრა გრიგოლ რობაძიძის უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით და მიიღო უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში. პროფესიული განვითარება გააგრძელა საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში, სადაც დაეუფლა გეშტალტთერაპიის თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ მეთოდებს.
მის პროფესიულ გზას საფუძვლად უდევს ადამიანის გამოცდილების სიღრმისეული, ფენომენოლოგიური და ურთიერთობითი გააზრება, რაც გეშტალტ თერაპიის პრინციპებთან თანხვედრაში ავითარებს ინდივიდის ცნობიერებას, არჩევანის უნარსა და პიროვნულ მთლიანობას.
პროფესიული მიდგომა ეფუძნება დიალოგურობას, აქ-და-ახლა გამოცდილების კვლევას და თერაპიულ ურთიერთობაში ავთენტური კონტაქტის შექმნას — პროცესს, რომელიც მხარს უჭერს პიროვნების თვითრეგულაციას, ცნობიერების გაფართოებასა და შინაგან რესურსებთან დაკავშირებას.
სამუშაო ფორმატები
- ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
- წყვილთა ფსიქოთერაპია
- ჯგუფური ფსიქოთერაპია
გამოცდილება:
- პროფესიული საქმიანობა დაიწყო სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა ცენტრში, სადაც მუშაობდა სპეციალურ მასწავლებლად. აღნიშნულ პოზიციაზე შეიძინა მნიშვნელოვანი გამოცდილება ინდივიდუალური საგანმანათლებლო მიდგომების შემუშავებასა და ბავშვთა განვითარების ხელშეწყობაში.
- ასევე მუშაობდა კვლევების ცენტრში, სადაც ჩართული იყო კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მონაცემთა ანალიზსა და პროფესიული დასკვნების მომზადებაში.
- აკადემიური საქმიანობის ფარგლებში კითხულობდა ლექციებს სოციალურ ფსიქოლოგიაში უნივერსიტეტში, რაც მისცემდა შესაძლებლობას თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაეკავშირებინა და გაეზიარებინა სტუდენტებისთვის.
- ინდივიდუალურ თერაპიულ პრაქტიკა გეშტალტთერაპიის მიმართულებით.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- კვებითი დარღვევები
- ბავშვობის ტრავმები
- მშობიარობის შემდგომი დეპრესია
- ემოციური სირთულეები ურთიერთობებში
- პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება
- შინაგანი სიცარიელე
- სირცხვილისა და დანაშაულის განცდა
- განმეორებადი შაბლონები ურთიერთობებში
- ემოციური და ფიზიკური საზღვრების დარღვევა
- შფოთვითი და დეპრესიული მდგომარეოვები
მისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა ზრდის სივრცის შექმნაა, სადაც თავს დაინახავთ ისე, როგორიც ხართ — რეალურად.
თერაპია არის ცოცხალი ურთიერთობა და ცვლილების შესაძლებლობა.





