ეკა დარსანია

პროფესიული აღწერა
კლინიკური ფსიქოლოგი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და სასწავლო პროგრამების ავტორი, 30-წლიანი ფსიქოლოგიური პრაქტიკითა და 12-წლიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკით. 2020 წელს მიენიჭა ECIP სტატუსი, ხოლო 2025 წელს მიიღო ECP (European Certificate of Psychotherapy) სტატუსი, რაც ადასტურებს მის პროფესიულ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. იგი მუშაობს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჩარჩოში, ხოლო საკუთარ პრაქტიკაში იყენებს მისივე ავტორობით შემუშავებულ აუთენტურ PSIM მოდელს, რომელიც აერთიანებს პიროვნების შიდა დინამიკას, ურთიერთობით სისტემებსა და ფსიქოსომატურ ასპექტებს ერთიან პროფესიულ ხედვაში.
სამუშაო ფორმატები
- ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
- წყვილთა ფსიქოთერაპია
- ჯგუფური ფსიქოთერაპია
- ოჯახის კონსულტირება





