მარიხუანა და გული – ბუნებრივი ბალახი ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოს!
July 26, 2026
ინდიბა თბილისი – INDIBA ცელულიტის სამკურნალოდ Neo-Neo-ში
July 29, 2026
მარიხუანა და გული – ბუნებრივი ბალახი ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოს!
July 26, 2026
ინდიბა თბილისი – INDIBA ცელულიტის სამკურნალოდ Neo-Neo-ში
July 29, 2026

დიაბეტის სკოლა – ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს

21-ე საუკუნე უხილავი სენის ეპოქად იქცა, სადაც სისხლში ჩაღვრილი სიტკბო ჩუმად იპყრობს ათასობით ადამიანის ყოველდღიურობას. თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა რიტმმა, უძრაობამ და ცდუნებებით სავსე ყოფამ დიაბეტი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ გამომწვევად აქცია. ის აღარ არის მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი — ეს არის სხეულის ჩუმი პროტესტი ბუნებრივი წონასწორობის დარღვევაზე. ყოველწლიურად ამ სენით დაავადებულთა მზარდი სტატისტიკა გვახსენებს, თუ რამდენად დავშორდით ჯანსაღი არსებობის ჰარმონიას. დიაბეტთან თანაცხოვრება ადამიანისგან საკუთარი სხეულის ხელახლა მოსმენას, განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყოველდღიურ სიფხიზლეს მოითხოვს.

,,ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8’’ – ში შეიქმნა დიაბეტის სკოლა – საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც დიაბეტის მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იღებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას დაავადების შესახებ. 

ლექციებს ატარებენ  ჩვენი კლინიკის გამოცდილი ექიმი ენდოკრინოლოგები: ელენე შალაშვილი და საბა ჯიქიძე. ისინი მონაწილეებს ეხმარებიან არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღებაში, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებში.
,,ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8’’- ში ფუნქციონირებს, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები დიაბეტის სკოლის ფარგლებში. აგრეთვე შეგიძლიათ დაგეგმოთ ონლაინ ლექცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო.
 
დიაბეტის სკოლის მიზანია, პაციენტმა უკეთ გაიგოს საკუთარი დაავადება, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქტიურად ჩაერთოს საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში.
დიაბეტის ეფექტური მართვა მხოლოდ მედიკამენტებზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად პაციენტის ცოდნა და ყოველდღიური გადაწყვეტილებები.
როდესაც პაციენტს ესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ნაბიჯი, დიაბეტის მართვაც უფრო ეფექტური და თავდაჯერებული ხდება.
 
ჩვენი ლექციები ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე. თითოეული შეხვედრის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ლექციების განმავლობაში განვიხილავთ:
• დიაბეტის მართვის თანამედროვე პრინციპებს;
• კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას;
• სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის მეთოდებს;
• შაქრიანი დიაბეტის გართულებების პრევენციას;
• ყოველდღიურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზებს.
 
შეხვედრები ასევე ქმნის შესაძლებლობას, პაციენტებმა დასვან კითხვები, გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთს და მიიღონ  რეკომენდაციები.

დიაბეტის მართვა გაცილებით მარტივია, როდესაც პაციენტი ოჯახის მხარდაჭერას გრძნობს. ოჯახის წევრების ინფორმირებულობა ხელს უწყობს ყოველდღიური რუტინის უკეთ დაგეგმვას და ემოციური მხარდაჭერის გაძლიერებას.

როდესაც ოჯახის წევრები ესწრებიან ლექციებს, ისინი სწავლობენ:
• როგორ დაეხმარონ პაციენტს დიაბეტის მართვაში;
• როგორ ამოიცნონ გადაუდებელი მდგომარეობები და საჭიროების შემთხვევაში სწორად იმოქმედონ;
• როგორ შექმნან ჯანსაღი გარემო მთელი ოჯახისთვის;
• როგორ შეუწყონ ხელი მკურნალობის რეკომენდაციების შესრულებას.

ოჯახის ჩართულობა ზრდის პაციენტის მოტივაციას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს მკურნალობის უკეთეს შედეგებს.
დიაბეტის სკოლა მხოლოდ ლექციების ციკლი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, პრაქტიკული გამოცდილება და მხარდაჭერა პროფესიონალებისგან.

გელოდებით დიაბეტის სკოლაში!
მოდი ერთად ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ შაქრიანი დიაბეტი. 
რაც უფრო კარგად იცნობთ დიაბეტს, მით უფრო თავდაჯერებულად შეძლებთ მის მართვას და ცხოვრების  ხარისხის შენარჩუნებას.

At our holding's Saburtalo branch (11b Bakhtrioni St.), you will find

 
Neo-Neo Beauty Salon 

Neo-Neo Aesthetic Clinic

Visit us at our holding's Gldani branch, located at 17a Vekua St.

 
Neo-Neo Aesthetic Clinic

en_GB